Thumbnail

ნახეთ: დემი ლოვატომ და სემ ფიშერმა Ellen-ის შოუში What Other People Say შეასრულეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ და ავსტრალიელმა პოპ როკ არტისტმა, სემ ფიშერმა Ellen-ის შოუში ერთობლივი სინგლი What Other People Say შეასრულეს. მუსიკოსებმა კომპოზიცია 4 თებერვალს გამოუშვეს, მასზე გადაღებული კლიპი კი ერთი კვირის წინ გაავრცელეს.

დემი ლოვატო საუბრობს, რაში დაეხმარა ვარცხნილობის შეცვლა

დემი ლოვატო ხსნის, ჯანმრთელობის რა პრობლემები დაუტოვა ნარკოტიკებით ზედოზირებამ

სემ ფიშერმა შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. ექვსი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო EP სახელწოდებით Not a Hobby გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება პოპ როკს, არენბისა და ნეო სოულს აერთიანებს.

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული