Thumbnail

ნახეთ: Guns N' Roses-ის დაფ მაკკეგენის თინეიჯერობის აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის ბასისტმა, დაფ მაკკეგენმა თავისი თინეიჯერობის ბენდის The Living აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Two Generation Stand გაავრცელა. სიმღერა კოლექტივის სადებიუტო ალბომში The Living: 1982 შევა, რომელზეც არტისტებმა 1982 წელს იმუშავეს. ჩანაწერში წარმოდგენილი შვიდივე ტრეკის ავტორი სწორედ დაფ მაკკეგენი გახლავთ. ნამუშევარი გაყიდვაში აპრილში ჩაეშვება.

ნახეთ: აქსლ როუზი ანიმაციის Scooby Doo ახალ ეპიზოდში

დაფ მაკკეგენმა ჯგუფი The Living 1980 წელს, 15 წლის ასაკში ჩამოაყალიბა. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომზე იმუშავა. დაფი თავად წერდა ტექსტებს და უკრავდა გიტარაზე. მასთან ერთად კოლექტივში კიდევ სამი წევრი იყო: ვოკალისტი ჯონ კონტე, ბასისტი როდ ფლეიშმანი და დრამერი გრეგ გილმორი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული