Thumbnail

ვირჯინიელი მუსიკოსი, შელი მარშაუნ მაზენბურგ სმიტი, სასცენო სახელით Shelley FKA DRAM, კომპოზიციას Exposure ავრცელებს. ეს პირველი სინგლია, რომელიც მან ახალი ფსევდონიმით გამოაქვეყნა.

შელი მარშაუნ მაზენბურგ სმიტმა, მეტსახელით DRAM, მუსიკალური მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. მას წარმატება ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტ Lil Yachty-სთან ერთად ჩაწერილმა სინგლმა Broccoli მოუტანა. სადებიუტო და ჯერჯერობით ერთადერთი სტუდიური ალბომი Big Baby DRAM მუსიკოსმა 2016 წელს გამოსცა. 2021 წელს კი ის მსმენელის წინაშე ახალი ფსევდონიმით Shelley FKA DRAM წარდგა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული