Thumbnail

2020 წელს გარდაცვლილი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია AP გამოქვეყნდა. ჩანაწერი ფოფ სმოუქის მონაწილეობით შექმნილი სპორტული დრამის Boogie ერთ-ერთი საუნდტრეკია. ფილმში ბრუკლინელი რეპერი კალათბურთელის, სახელად მონქის როლს ასრულებს.

ნახეთ: ფილმ Boogie-ს თრეილერი Pop Smoke-ის მონაწილეობით

DMX: ჩემს მომავალ ალბომში "გრიზელდას" წევრები და ფოფ სმოუქი მონაწილეობენ

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული