Thumbnail

მოუსმინეთ: Post Malone-მა კომპოზიცია Only Wanna Be with You დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ტექსასელმა მუსიკოსმა, ოსტინ რიჩარდ ფოსთმა, ფსევდონიმით Post Malone, ამერიკული როკ ჯგუფის Hootie & the Blowfish კომპოზიცია Only Wanna Be with You დააქავერა. ტრეკი ფოსთმა პოკემონის დღესთან დაკავშირებით ჩაწერა.

Post Malone პასუხობს კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა Tekashi 6ix9ine-თან

ნახეთ: ოზი ოსბორნი და ფოსთ მელოუნი ანიმაციურ კლიპში It's a Raid

Post Malone-მა განმარტა, რატომ სჯერა უცხოპლანეტელთა არსებობის

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია ჯგუფმა Hootie & the Blowfish 1995 წელს გამოსცა. ტრეკი ბენდის სადებიუტო ალბომში Cracked Rear View გახლავთ წარმოდგენილი.

ოსტინ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა ხმაურიანად დაიწყო. 2015 წელს გამოშვებულ სადებიუტო სიმღერას White Iverson, მომდევნო წელს მუსიკოსის პირველი ალბომი Stoney მოჰყვა. ჩანაწერი მოსალოდნელზე მაღალი ტირაჟით გაიყიდა და მალევე მოიპოვა ორმაგი პლატინის სტატუსიც. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Beerbongs & Bentleys ჩაუშვა. პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა რიგით მესამე ალბომიც სახელად Hollywood's Bleeding.

კომენტარები

ბოლოს დამატებული