Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკ ქეივი და უორენ ელისი ახალ ალბომს Carnage ავრცელებენ

ლეგენდარული ავსტრალიელი მუსიკოსი, ნიკ ქეივი და მისი ჯგუფის Nick Cave and the Bad Seeds წევრი, უორენ ელისი ახალ კოლაბორაციულ ალბომს Carnage ავრცელებენ. სტუდიური ჩანაწერი 8 კომპოზიციას აერთიანებს.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

უორენ ელისი ნიკ ქეივის ჯგუფს Nick Cave and the Bad Seeds 1993 წელს შეუერთდა. მუსიკოსს მათთან ერთად 10 ალბომი აქვს გამოცემული. მულტიინსტრუმენტალისტი პარალელურად ორ პროექტში: Dirty Three და Grinderman მოღვაწეობს. 2002 წელს არტისტმა სოლო ალბომი Three Pieces for Violin გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული