Thumbnail

ემინემის ჰიტმა Lose Yourself მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, მარშალ მეზერსის, იგივე Eminem-ის მიერ 2002 წელს გავრცელებულმა ჰიტმა Lose Yourself ცნობილ მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ზე მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა. 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში გამოსული ტრეკებიდან სტრიმინგ სერვისზე მსგავს შედეგს მხოლოდ რამდენიმე კომპოზიციამ მიაღწია.

ნახეთ: ემინემის კლიპი ტრეკზე Higher

ემინემი: ნარკოტიკების გამო გარეპვის სწავლა ხელახლა მომიხდა

ემინემი: მე ვერ ვარ ძველი თაობის რეპერებივით გავლენიანი

"თუ მოინდომებ და მიზნად დაისახავ, ყველაფერი გამოგივა. კომპოზიციამ Lose Yourself "სპოტიფაიზე" მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა", - წერს ემინემი სოციალურ ქსელში.

Lose Yourself რეპერმა 2002 წელს გაავრცელა. გრემის მფლობელი ჩანაწერი ფილმ 8 Mile-ის საუნდტრეკი გახლავთ, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ემინემი თამაშობს. ნამუშევარმა საუკეთესო ორიგინალური კომპოზიციის ნომინაციაში ოსკარის ჯილდო დაიმსახურა. ის რეპერის პირველი სინგლია, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის ლიდერობა მოახერხა.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული