Thumbnail

Tekashi 6ix9ine-მა გაამხილა, რატომ ჩამოშორდა ინსტაგრამს და მუსიკას 6 თვით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკელმა რეპერმა, ტეკაში სიქსნაინმა, რომელიც ინსტაგრამს სამი კვირის წინ დაუბრუნდა, 20 თებერვალს კი ახალი კომპოზიცია ZAZA და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა, განმარტა, რას უკავშირდებოდა მისი ექვსთვიანი პაუზა. რეპერის თქმით, სურდა, დრო საკუთარი თავისთვის დაეთმო, რადგან წონაში ძალიან იყო მომატებული.

Tekashi 6ix9ine ქარდი ბის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა

"რეალური მიზეზი, რის გამოც ინსტაგრამი და მუსიკა 6 თვით მივატოვე იმაშია, რომ სექტემბერში წონა ისე მქონდა მომატებული, როგორც არასდროს. 92 კილოგრამზე მეტს ვიწონიდი. ცხოვრებაში ბევრი პრობლემა მქონდა, დაუსრულებლად ვჭამდი და ვჭამდი. ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი, რომ მუსიკა გვერდზე გადამედო და საკუთარ თავზე მომეხდინა კონცენტრაცია. და აი, დღეს აქ ვარ, 27 კილოგრამით მსუბუქი", - წერს 24 წლის რეპერი.

ტეკაშიმ ინსტაგრამზე ფოტო და ვიდეოკადრები გაავრცელა, რომლებშიც ჩანს, როგორ ფორმაში იყო ის ექვსი თვის წინ და როგორ გამოიყურება ახლა.

ძველი ფორმების დაბრუნებასთან ერთად, არტისტმა შესვენების პერიოდი სხეულის მოხატვასაც დაუთმო. ტეკაშის მიერ გავრცელებულ სურათებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ რეპერმა არაერთი ფერადი ტატუ დაიმატა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული