Thumbnail

The Offspring-მა 9 წლის შემდეგ ახალი ალბომი დააანონსა და სიმღერა გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცხრაწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ცნობილმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა The Offspring ახალი, რიგით მეათე ალბომი Let the Bad Times Roll დააანონსა. სტუდიურ ჩანაწერში 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ნამუშევარს ლეიბლი Concord Records 16 აპრილს გამოსცემს. მისი პროდიუსერი კანადელი მუსიკოსი, ბობ როკი გახლავთ, რომელთანაც ბენდს აქამდეც არაერთხელ უთანამშრომლია.

ამასთან, კოლექტივმა ჩანაწერში შესული ალბომისვე სახელწოდების მქონე ახალი სიმღერა გაავრცელა.

The Offspring კალიფორნიაში 1984 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს თავდაპირველად Manic Subsidal ერქვა. წლების განმავლობაში ბენდის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. უცვლელი წევრი მხოლოდ ვოკალისტი, დექსტერ ჰოლანდი გახლავთ. კოლექტივს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ამ დროისთვის ბოლო ალბომი Days Go By ჯგუფმა 2012 წელს გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული