Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა ტანსაცმლის კოლექცია The World's a Little Blurry გამოუშვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის The World's a Little Blurry პრემიერამდე ამავე სახელწოდების ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა. 19 წლის არტისტმა პროდუქციის სარეკლამო ფოტოსესიაში თავად მიიღო მონაწილეობა.

ნახეთ: ბილი აილიში სიმღერის ilomilo ლაივ ვერსიას ავრცელებს

"ყველაფერი, წინდების გარდა, ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული, შესაბამისად, ზიანს არ აყენებს გარემოს. ხოლო ის ფაქტი, რომ პროდუქცია აშშ-ში შეიკერა, ჩვენი ეკონომიკის დახმარებას ისახავს მიზნად. შეამჩნევდით, რომ ფასები ცოტა მაღალია - ეს იმიტომ, რომ ვეცადეთ, პროდუქცია უფრო გამძლე გამოსულიყო. ვიმედოვნებ, რომ ხარისხში გაღებული ხარჯი სამომავლო დაზოგვის საშუალებას მოგვცემს, რადგან სამოსის განახლება შედარებით იშვიათად იქნება საჭირო. იმედი მაქვს, კოლექცია ისევე მოგეწონებათ, როგორც მე მომწონს ის", - წერს ბილი ინსტაგრამზე.

სპორტული შარვლების, ჰუდების, მაისურებისა და წინდების ფასები 28 დან 270 დოლარამდე მერყეობს და მათი შეძენა მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ნახეთ: ბილი აილიშზე გადაღებული ფილმის The World’s A Little Blurry თრეილერი

ბილი აილიში ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული