Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი Real Estate ახალ კომპოზიციას Half a Human და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების ამავე სახელწოდების მქონე EP-ში იქნება წარმოდგენილი, რომლიც 26 მარტს გამოიცემა.

Real Estate ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ რიჯვუდში 2009 წელს შეიქმნა. ამავე წელს არტისტებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე 5 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული