Thumbnail

ამერიკული ფსიქოდელიური ინდი როკ ჯგუფის Quilt სოლისტი, ანა ფოქს როჩინსკი ახალ კომპოზიციას No Better ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო სოლო ალბომში Cherry იქნება წარმოდგენილი, რომელიც 26 მარტს გამოიცემა.

ანა ფოქს როჩინსკიმ ჯგუფი Quilt 2009 წელს შექმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ბენდისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე 3 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 2020 წელს კი ანამ სადებიუტო სოლო ჩანაწერზე დაიწყო მუშაობა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული