Thumbnail

ნახეთ: Chloe x Halle კომპოზიციის Ungodly Hour კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

არენბი დუეტმა Chloe x Halle კომპოზიციაზე Ungodly Hour გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ნამუშევრის პრემიერა ჯიმი ფელონის ღამის შოუში შედგა. სინგლი მუსიკოსების რიგით მეორე, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შედის, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა.

Chloe x Halle დებმა, ქლოი და ჰელი ბეილიებმა 2016 წელს შექმნეს. რამდენიმე EP-ის გამოცემის შემდეგ, 2018 წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი The Kids Are Alright გაავრცელეს. 2020 წელს კი არენბი დუეტმა რიგით მეორე ჩანაწერი Ungodly Hour გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული