Thumbnail

ამერიკული ჯგუფი The Spirit of the Beehive ახალ კომპოზიციას The Server Is Immersed და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს აქვეყნებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში Entertainment, Death შევა, რომელიც მიმდინარე წლის 9 აპრილს გამოიცემა.

The Spirit of the Beehive ქალაქ ფილადელფიაში 2014 წელს შეიქმნა. ამავე წელს არტისტებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გამოაქვეყნეს. კოლექტივს ამ დრომდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვს გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ ბენდს სახელი 1973 წელს ესპანელი რეჟისორის, ვიქტორ ერისეს მიერ გადაღებული ფილმის "სკის სული" შთაგონებით ეწოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული