Thumbnail

ნახეთ: Maceo Plex-მა Chromatics-ის კომპოზიციის Shadow რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კუბური წარმოშობის ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი Maceo Plex ჯონი ჯიუელის ცნობილი პროექტის Chromatics კომპოზიციის Shadow რემიქსს და მასზე შექმნილ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ტრეკის ორიგინალი ვერსია 2015 წელს რაინ გოსლინგის სადებიუტო ფილმისთვის Lost River ჩაიწერა, რის შემდეგაც ნამუშევარი ცნობილ სერიალებში Riverdale და Twin Peaks გამოიყენეს.

ერიკ ესტორნელმა, ფსევდონიმით Maceo Plex, შემოქმედებითი კარიერა 2001 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Quality Exertion გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული