Thumbnail

მოუსმინეთ: ჯულიან ბეიქერმა Radiohead-ის Everything in Its Right Place დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯულიენ ბეიქერმა რადიოსადგურ SiriusXM-ს ლაივ სესიების ფარგლებში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის კომპოზიცია Everything in Its Right Place შეასრულა. სიმღერის თავდაპირველი ვერსია "რედიოჰედის" რიგით მე-4 ალბომში Kid A არის წარმოდგენილი, რომელიც 2000 წელს გამოიცა.

მოუსმინეთ: Julien Baker - Favor Ft. Phoebe Bridgers & Lucy Dacus

ნახეთ: Julien Baker - Hardline

ამასთან, ჯულიენმა თავისი მომავალი ალბომიდან Little Oblivions კიდევ ერთი სიმღერა Heatwave გაავრცელა. მუსიკოსის რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 26 თებერვალს ჩაეშვება.

ჯულიენ ბეიქერმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sprained Ankle გაავრცელა. 2018 წელს კი მან ინდი როკ ჯგუფი boygenius ჩამოაყალიბა, რომელთან ერთადაც კოლექტივისვე სახელწოდების მქონე EP გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული