Thumbnail

ნახეთ: აქსლ როუზი ანიმაციის Scooby Doo ახალ ეპიზოდში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N’ Roses-ის წევრის, აქსლ როუზის პერსონაჟი სტუდია Warner Bros. Animation-ის ცნობილ ანიმაციურ სატელევიზიო სერიალში Scooby-Doo and Guess Who? გამოჩნდა.

Slash იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა Axl Rose-ის ვოკალი პირველად მოისმინა

"მომღერალი, კომპოზიციების ავტორი, მუსიკოსი და როკის ღმერთი", - მიმართავენ მას სკუბი-დუს პერსონაჟები.

აქსლ როუზი ეპიზოდში ფრედთან, სკუბისთან, ველმასთან, დაფნისა და შაგისთან ერთად ჩნდება, რომლებიც US 66-ის გზატკეცილზე მიემგზავრებიან. ყველაფერი მანამ არის კარგად, სანამ ბოროტმოქმედები ჯადოსნურ მანქანას გაიტაცებენ.

აღსანიშნავია, რომ არტისტის პერსონაჟი ასევე ვიხილეთ 2018 წელს ამერიკულ ანიმაციაში Looney Tunes, რომელშიც მან როკ კონცერტი ჩაატარა. Rock the Rock, რომელიც მაშინ გაჟღერდა, როუზის პირველი ახალი სიმღერა იყო ბოლო 10 წელიწადში.

აქსლ როუზმა მუსიკალური კარიერა 1983 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ ჯგუფ Guns N' Roses-ში მოღვაწეობით გაიცნო. არტისტი გამოცემებმა Rolling Stone და NME ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელეს. ის 2012 წელს თავის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული