Thumbnail

Tekashi 6ix9ine ქარდი ბის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკელმა რეპერმა, ტეკაში სიქსნაინმა ინსტაგრამის სთორიში გამომწერებს ჰკითხა, მას რომ წაეყვანა ქალები სასტუმროში, ნარკოტიკებით გაეთიშა და შემდეგ გაეძარცვა, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას საზოგადოებაში. ტეკაშის კონკრეტული სახელი არ უხსენებია, თუმცა, როგორც ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტ ქარდი ბის წარსულში აღუნიშნავს, მუსიკალური კარიერის დაწყებამდე, სტრიპტიზიორად მუშაობისას, სწორედ ამ გზით ძარცვავდა კაცებს.

Cardi B: მამაკაცებს სხვადასხვა ნივთიერებით ვთიშავდი, შემდეგ ვძარცვავდი

"მე რომ წამეყვანა ქალები სასტუმროს ნომრებში, სხვადასხვა ნივთიერებით გამეთიშა და შემდეგ გამეძარცვა, დამასრულებდნენ თუ არა?", - იკითხა მან.

Cardi B-ზე გაკეთებული კომენტარის გამო Tekashi 6ix9ine-მა კრიტიკა დაიმსახურა

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტეკაში ქარდის ახსენებს. გასულ წელს ონლაინ პლატფორმა The Shade Room-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მუსიკის ინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს შორის არიან ისეთები, რომლებიც წარმატების მოპოვებამდე ნიუ იორკის ღამის კლუბებში გამოიმუშავებდნენ ფულს, მას შემდეგ კი, რაც ვარსკვლავებად იქცნენ, მათ გვერდით გამოჩნდნენ კაცები, რომლებმაც ისინი ანგარებით შეიყვარეს. თუმცა, როცა წამყვანი დაინტერესდა, გულისხმობდა თუ არა ის კონკრეტულ ქალ რეპერს, მან პასუხის გაცემას თავი აარიდა. ამასთან, სიქსნაინმა მის ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრი ქარდი ბიც იყო.

► Cardi B: დაჯგუფების წევრი გავხდი, მაგრამ მალევე ჩამოვშორდი, სტრიპტიზის ცეკვა დავიწყე

რეპერის ინსტაგრამ სთორი ბლოგერმა დიჯეი აკადემიქსმა გააზიარა. პოსტის კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები წერენ:

"ქარდის თავი გაანებე".

"მას შენთვის არაფერი დაუშავებია".

გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ქარდი თავისი ქმედებების გამო ციხეს იმსახურებდა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული