Thumbnail

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში Glock In My Lap

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ატლანტელი კოლეგები, შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage და ლელანდ ტაილერ უეინი, სასცენო სახელით Metro Boomin, კომპოზიციაზე Glock In My Lap გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებენ. მეთროსთან ერთად ტრეკის პროდიუსერები Honorable C.N.O.T.E. და Southside არიან. ჩანაწერი მუსიკოსების 2020 წლის კოლაბორაციულ ალბომში Savage Mode II არის წარმოდგენილი.

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში My Dawg

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში Runnin

21 Savage: ჯეი ზიმ მითხრა, ფული არ მინდა, ვალი შენი კარგი ადამიანობით დამიბრუნეო

ატლანტელი არტისტები, რომლებსაც ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში ადგილი მყარად უჭირავთ, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე თანამშრომლობენ. 2016 წელს გავრცელებულმა Savage Mode შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსებმა 2017 წელს ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს. სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს მუსიკოსები მსმენელს "სევიჯ მოუდის" მეორე ნაწილით დაუბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული