Thumbnail

ნახეთ: Nick Green სადებიუტო ალბომს აანონსებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ვერძეულმა, ფსევდონიმით Nick Green, სადებიუტო ალბომი "სწრაფი სესხი" დააანონსა. არტისტმა იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სტუდიური ნამუშევრისა და მუსიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს. კადრებში რამდენიმე უცნობი კომპოზიციის ნაწყვეტის მოსმენაც არის შესაძლებელი. ალბომის გამოქვეყნების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მოუსმინეთ: Nick Green x G.UNA - კარმა

მოუსმინეთ: Nick Green & Sf-x & TAHA - Bla Bla Bla

ნახეთ: Nick Green - მანახე შენი

ნიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში პროდიუსერის რანგში დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით მან მსმენელს, ინსტრუმენტალებთან ერთად, საკუთარი რეჩიტატივებიც შესთავაზა. 2019 წელს არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით "500" გაავრცელა. ნიკ გრინი ყველაზე ხშირად მის კოლეგასთან, რას გრინთან თანამშრომლობს. მათი პოპულარული ტრეკებია "ტორუკ მაკტო", "ლამპიონი", XXXII და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული