Thumbnail

როგორ გამოეხმაურა Coldplay "ბითიესის" მიერ ჰიტის Fix You შესრულებას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS აკუსტიკური კონცერტების სერიის MTV Unplugged ახალ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ჰიტი Fix You დააქავერა. კოლექტივმა ტვიტერზე "ბითიესის" შესრულების ამსახველი ვიდეო კრის მარტინის, გაი ბერიმენის, უილ ჩემპიონისა და ჯონი ბაკლენდის სახელით გააზიარა. მათ ბიჭებს კორეულად მიმართეს.

ნახეთ: BTS-მა MTV Unplugged-ზე Coldplay-ს ჰიტი Fix You შეასრულა

Coldplay ახალ ალბომზე Music Of The Spheres მუშაობს

"ლამაზი შესრულებაა. სიყვარულით, კრისი, გაი, უილი და ჯონი".

"ქოლდფლეის" რიგით მესამე სტუდიურ ალბომში X&Y შესული კომპოზიცია 2005 წელს გავრცელდა.

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული