Thumbnail

ნახეთ: თინა თერნერზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის Tina თიზერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სატელევიზიო არხების ქსელმა HBO ცნობილ ამერიკელ მუსიკოს თინა თერნერზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის Tina თიზერი გაავრცელა. სურათში, რომელიც არტისტის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს, მაყურებელი იხილავს საარქივო მასალას, როგორც მისი პირადი ცხოვრებიდან, აგრეთვე საკონცერტო გამოსვლებიდან, ასევე, ინტერვიუებს თავად მომღერალთან და მასთან დაახლოებულ პირებთან. ნამუშევრის რეჟისორები დანიელ ლინდსი და ტიჯეი მარტინი არიან. ფილმის პრემიერა 27 მარტს შედგება.

რატომ არ მოეწონა ჯონ ლენონს თინა თერნერის მიერ შესრულებული Come Together

როკ-ენ-როლის დედოფლად წოდებულმა თინა თერნერმა მუსიკალური კარიერა თავის ქმართან, აიქ თერნერთან ერთად დუეტში მოღვაწეობით დაიწყო. წყვილს პოპულარობა სინგლმა Proud Mary მოუტანა. თერნერმა წარმატებას 1984 წელს გამოშვებული სოლო ალბომით Private Dancer მიაღწია. მასში შესულმა ჰიტმა What's Love Got to Do with It შემსრულებელს გრემის ოთხი ჯილდო მოუტანა. არტისტს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჟურნალმა “როლინგ სთოუნმა“ ის ყველა დროის ას საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა. 1991 წელს თერნერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული