ამერიკელმა მუსიკოსმა, შამირ ბეილიმ პოპვარსკვლავ ბილი აილიშის კომპოზიციის Ocean Eyes ქავერ ვერსია გაავრცელა.
Ocean Eyes აილიშის წარმატებული სადებიუტო სინგლია, რომელიც ბილიმ 2016 წლის 18 ნოემბერს გამოუშვა. ნამუშევარი არტისტის პირველ EP-ში სახელწოდებით Dont Smile at Me შედის.
► ნახეთ: Shamir-მა კომპოზიციაზე Diet კლიპი გადაიღო
შამირმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Ratchet გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ელექტროპოპს აერთიანებს.
კომენტარები