პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა, BLACKPINK-მა ჰიტზე Ddu-Du Ddu-Du გადაღებული კლიპით იუთუბზე რეკორდი მოხსნა. 1,5 მილიარდზე მეტი ნახვით "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ მაჩვენებელს მიაღწია. ვიზუალური ნამუშევარი კოლექტივმა იუთუბზე 2018 წელს ატვირთა.
► ნახეთ: BLACKPINK-ის ლისა საცეკვაო პერფორმანსს ავრცელებს
Ddu-Du Ddu-Du ჯგუფის EP-ში სახელწოდებით Square Up გახლავთ წარმოდგენილი. ეს კოლექტივის პირველი კომპოზიციაა, რომელმაც პლატინის სტატუსი დაიმსახურა.
"ბლექფინქი" სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. ის პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა.
კომენტარები