Thumbnail

Dr. Dre-მ ყველა დროის საყვარელი როკ ჯგუფი დაასახელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

18 თებერვალს ლეგენდარულ კალიფორნიელ ჰიპ ჰოპ არტისტს, ანდრე იანგს, ფსევდონიმით Dr. Dre, 56 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემამ Far Out Magazine დოქტორ დრესა და უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records თანადამფუძნებლის, ჯიმი აიოვინის თანამშრომლობის შესახებ 2015 წელს გადაღებული დოკუმენტური სერიალი The Defiant Ones გაიხსენა. ერთ-ერთ ეპიზოდში დრე თავის ყველა დროის საყვარელ როკ ჯგუფს ასახელებს.

ნახეთ: დოქტორ დრეს ახალი ტრეკის ნაწყვეტი

სერიალში ნაჩვენებია სცენა, როდესაც დოქტორ დრე ბაჰამის კუნძულებზე იმყოფება, დინამიკებში მოულოდნელად ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს კომპოზიცია Stay Away ირთვება, დრე კი სიმღერას ჰყვება და ყვირის:

"ახლა ბოლომდე უნდა დავიხარჯო და ეს სიმღერა შევასრულო. უბრალოდ, მოუსმინეთ, გიჟური კომპოზიციაა. კურტ კობეინის "ნირვანა" ჩემი ყველა დროის საყვარელი როკ ჯგუფია".

ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს ელექტროჰოპ კოლექტივში World Class Wreckin' Cru დაიწყო. შემდეგ იყო ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება N.W.A, რომლის წევრებიც, მის გარდა, Arabian Prince, DJ Yella, Eazy-E, Ice Cube და MC Ren იყვნენ. 1992 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

დოქტორ დრე ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records-ის თანადამფუძნებელია. დრეს უკავშირდება ისეთი არტისტების წარმატება, როგორებიც არიან: Snoop Dogg, Eminem, 50 Cent, The Game და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული