Thumbnail

ამერიკული კელტური პანკ ბენდი Dropkick Murphys ახალ კომპოზიციას Middle Finger ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეათე ალბომში Turn Up That Dial იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 აპრილს გამოიცემა. სტუდიური ჩანაწერი 11 კომპოზიციას გააერთიანებს.

Dropkick Murphys მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ქუინსიში 1996 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Do or Die გაავრცელა. მუსიკოსებმა ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი გამოაქვეყნეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული