Thumbnail

ლონდონელი პროდიუსერი Oxhy ახალ კომპოზიციას Woodland Dance ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომში შევა, რომელიც 3 მარტს გამოიცემა. ჩანაწერი ბრიტანულ ლეიბლზე Xquisite Releases გამოქვეყნდება.

Oxhy-მ შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ მუსიკოსმა პირველი EP სახელწოდებით Respite Unoffered გაავრცელა. არტისტი ამჟამად სადებიუტო ალბომზე მუშაობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული