Thumbnail

ტრევის სკოტი: ჩემი ალბომი Utopia მალე გამოიცემა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავი, ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი ცნობილი გამოცემის i-D სტუმარი გახლდათ. რობერტ როდრიგესთან ინტერვიუში შემსრულებელმა მისი მომავალი ალბომის Utopia შესახებ ისაუბრა.

მოუსმინეთ: ტრევის სკოტი ჰიტის Goosebumps რემიქსს ავრცელებს

დენზელ კარიმ განმარტა, რატომ არასდროს ითანამშრომლებს ტრევის სკოტთან

"მათ ვინაობას ვერ გაგიმხელთ, თუმცა, გეტყვით, რომ განსხვავებულ არტისტებთან ვითანამშრომლე. რადგან მსურს, ჩემი შემოქმედების ჟღერადობა განვავითარო. ბითებს ისევ ვწერ და რეჩიტატივს ჩემსავე ინსტრუმენტალებზე ვკითხულობ. სიახლის მიგნება ალბომის მთავარი არსია. მინდა, როგორც მუსიკოსი გავიზარდო. კარანტინის პერიოდი მუშაობაში ძალიან დამეხმარა, გაცილებით პროდუქტიული გავხდი. სტუდია სახლში მაქვს. შეგიძლიათ, ვინმეს დაენაძლევოთ, რომ "უტოპია" ძალიან მალე გამოიცემა", - განაცხადა ტრევისმა.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ამასთან, ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული