Thumbnail

მოუსმინეთ: დიმა დადიანი ახალ EP-ის Usakmurikaci ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთმა პიონერმა, დიმა დადიანმა სტუდიური ჩანაწერი Usakmurikaci გაავრცელა. EP ოთხ კომპოზიციას აერთიანებს.

დიმა დადიანმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი პროექტი, რომელმაც მსმენელთა ყურადღება მიიპყრო, 1993 წელს არტ-პანკ ჯგუფ "ენერგორესურსის" ფრონტმენთან, დათო მარგიანთან ერთად შექმნილი "ვალსი" იყო. 1996 წელს ფესტივალზე "მარგარიტა" მუსიკოსმა ჯგუფის "ოქროს კბილი და ცაცხვი" შემადგენლობაში ყველაზე ორიგინალური შემსრულებლის ჯილდო დაიმსახურა, 1998 წელს კი იკო მინდაძესთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Ganjaloop ფარგლებში სადებიუტო ალბომი "გუცაევის გუცები" გაავრცელა. სხვადასხვა დროს დიმა დადიანს რამდენიმე სოლო ჩანაწერი აქვს გამოშვებული, მათ შორისაა Sinatra Dreams, JavaJava და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული