Thumbnail

AC/DC-ის ანგუს იანგი: Highway to Hell-ის ტექსტი საპირფარეშოში დავწერე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ავსტრალიური ჯგუფის, AC/DC-ის წამყვანმა გიტარისტმა, ანგუს იანგმა რადიოსადგურ Apple Music 1-ის ეთერში სტუმრობისას, ბენდის ჰიტის Highway to Hell შექმნის ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, სიმღერის ტექსტი მაშინ დაწერა, როდესაც საპირფარეშოში იმყოფებოდა.

ნახეთ: AC/DC კომპოზიციაზე Realize გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს

AC/DC-ის სიმღერა, რომლის ჩაწერასაც ანგუს იანგი ნანობს

"მაიამიში ვიყავით და სარეპეტიციო ოთახში ახალ კომპოზიციებზე ვმუშაობდით. მალკოლმ იანგს დავუძახე და სიმღერის Highway to Hell ინტრო დავუკარი. ვუთხარი, რომ მინდოდა, დრამი სწორ ადგილას გაჟღერებულიყო. კარგიო და ინსტრუმენტს მიუჯდა. საბოლოოდ გამოგვივიდა ერთობლივი ნამუშევარი.

ტექსტი ჯერ არ გვქონდა. მალკოლმს ვთხოვე, ჩემთვის რამდენიმე წუთი მოეცა და საპირფარეშოში შევედი. ტექსტის იდეა მაშინ მომივიდა, როდესაც უნიტაზზე ვიჯექი. მალკოლმს მოეწონა და წაიღიღინა - Highway to Hell", - იხსენებს ანგუს იანგი.

Highway to Hell ჯგუფის 1979 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შედის. სიმღერა კოლექტივის გიტარისტმა ანგუს იანგმა და ბენდის ყოფილმა წევრებმა, მალკოლმ იანგმა და ბონ სკოტმა დაწერეს. კომპოზიციამ ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ისეთ ცნობილ არტისტებს აქვთ დაქავერებული, როგორებიც არიან: მერილინ მენსონი, ბრიუს სპრინგსტინი, Maroon 5 და სხვები.

AC/DC სიდნეიში 1973 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი ყველა დროის საუკეთესო ბენდებს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული