Thumbnail

ნახეთ: Royce Da 5'9" კლიპში I Don't Age

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი დეტროიტელი ემსი, რაიან მონტგომერი, ფსევდონიმით Royce Da 5'9", მსმენელს კომპოზიციაზე I Don't Age შექმნილ ვიდეორგოლს სთავაზობს, რომელშიც მისი კალიფორნიელი კოლეგის, ქინგ ქრუქედის ხილვაც არის შესაძლებელი. ჩანაწერის პროდიუსერი თავად მონტგომერი გახლავთ. ტრეკი წლის საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტი სტუდიური ნამუშევრის The Allegory სინგლია.

მოუსმინეთ: Royce Da 5'9" ალბომს The Allegory ავრცელებს

Royce Da 5'9": სნუპ დოგის Doggystyle ემინემის ყველა ალბომს მირჩევნია

Royce Da 5'9": ეს რეპერები სტაბილურად ხარისხიან მუსიკას ქმნიან

რაიან მონტგომერიმ, სასცენო სახელით Royce Da 5'9", მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონისმიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც დაიმსახურა. დღეისთვის დეტროიტელი რეპერის ბოლო სოლო სტუდიურმა ნამუშევარმა The Allegory გრემიზე "წლის საუკეთესო ალბომის" ნომინაცია მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს დიჯეი პრემიერთან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. 2018 წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში კი ემსის რვა სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული