Thumbnail

ნახეთ: BTS-მა MTV Unplugged-ზე Coldplay-ს ჰიტი Fix You შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS აკუსტიკური კონცერტების სერიის MTV Unplugged მორიგ ეპიზოდში ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ჰიტი Fix You დააქავერა. აღსანიშნავია, რომ "ბითიესი" პირველი კორეული პროექტი გახდა, რომელმაც ამ საკულტო ლაივ სესიაში მიიღო მონაწილეობა.

რაში დახარჯა BTS-ის ჯეი-ჰოუპმა $136 000 საკუთარ დაბადების დღეზე

BTS-ის წევრებს ჰკითხეს, როგორია მათთვის პოპულარობა

BTS-ის წევრების კოსტიუმებში აუქციონზე ნავარაუდებზე 8-ჯერ მეტი გადაიხადეს

"MTV Unplugged-ში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. ამ პროექტში არაერთ ლეგენდარულ არტისტს დაუკრავს. მოხარული და მადლიერი ვართ", - უთხრა მსმენელებს ჯგუფის წევრმა, არემმა.

ნახევარსაათიან სესიაზე კოლექტივმა კიდევ ოთხი კომპოზიცია: Telepathy, Blue & Grey, Life Goes On და Dynamite იმღერა.

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული