Thumbnail

დემი ლოვატო საუბრობს, რაში დაეხმარა ვარცხნილობის შეცვლა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ გადაცემაში The Ellen DeGeneres Show სტუმრობისას განმარტა, რაში დაეხმარა ვარცხნილობის შეცვლა. მუსიკოსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კვებით აშლილობასა და ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა, აცხადებს, რომ თმის შეჭრის შემდეგს თავს ბევრად თავისუფლად და ბუნებრივად გრძნობს.

ნახეთ: სემ ფიშერი და დემი ლოვატო სინგლს What Other People Say ავრცელებენ

"თავს ისე თავისუფლად ვგრძნობ. ასე უფრო კარგად გამოვხატავ იმას, თუ ვინ ვარ სინამდვილეში. თითქოს აქამდე ჩემი გრძელი თმის უკან ვიმალებოდი. როცა კვებით აშლილობას ვმკურნალობდი, სწორედ ასე ვიქცეოდი. გრძელ თმას ჩემი სხეულის დაფარვა შეეძლო. როცა იმიჯის რადიკალური შეცვლა გადავწყვიტე, გავიფიქრე - მთელი ცხოვრება რასაც ვცდილობდი, ასე უნდა შევეშვა-მეთქი? ეს იყო და ეს. ახლა თავს გაცილებით ბუნებრივად ვგრძნობ", - აღნიშნავს დემი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მომღერალი ოპიოიდური საშუალებების, ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით მიღების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოპვარსკვლავი ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო სარეაბილიტაციო ცენტრში მანამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული