Thumbnail

ნახეთ: Juice WRLD-ის ახალი კლიპი Conversations, რომელიც უცნობ ფრისტაილს მოიცავს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდა არტისტის, ჯარად ჰიგინსის, ფსევდონიმით Juice WRLD, წარმომადგენლებმა მუსიკოსის იუთუბის არხზე კომპოზიციაზე Conversations შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნეს. კლიპის მიწურულს მაყურებელი ჩიკაგოელი შემსრულებლის დღემდე უცნობ ფრისტაილს იხილავს, რომელსაც ის საგასტროლო ავტობუსში ასრულებს. ჩანაწერი ჰიგინსის 2020 წლის ალბომის Legends Never Die ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Juice WRLD x Young Thug - Bad Boy

ნახეთ: Juice WRLD და The Weeknd ანიმაციურ კლიპში Smile

ნახეთ: Juice WRLD-ის ალბომი Legends Never Die გამოქვეყნდა

ჰიგინსმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. 2019 წლის 8 დეკემბერს მუსიკოსი ოპიოიდური პრეპარატების, კოდეინისა და ოქსიკოდონის ზედოზირებამ იმსხვერპლა. გარდაცვალების შემდეგ ჯუსის წარმომადგენლებმა მისი სტუდიური ნამუშევარი Legends Never Die გამოაქვეყნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული