Thumbnail

ნახეთ: Sampa The Great გადაცემაში Tiny Desk Concert

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ავსტრალიაში მოღვაწე ჰიპ ჰოპ არტისტი, სამფა თემბო, ფსევდონიმით Sampa The Great, მედიაპლატფორმის National Public Radio ცნობილი გადაცემის Tiny Desk Concert ახალი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. წარმოშობით ბოტსვანელმა მუსიკოსმა შოუში, ლაივ ბენდის თანხლებით, კომპოზიციები Rhymes To The East, Mwana, Freedom და Final Form შეასრულა.

ნახეთ: Sampa The Great კლიპს Time’s Up ავრცელებს

სამფამ მუსიკალური მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის კომპოზიციით F E M A L E გაიცნო. 2019 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი The Return გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მუსიკოსის თქმით, მასზე შთაგონება კოლეგებმა Mos Def და Chance The Rapper მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული