Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი Guided By Voices ახალ კომპოზიციას Free Agents ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით 33-ე ალბომში Earth Man Blues იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილს გამოიცემა.

Guided By Voices ქალაქ დეიტონში 1983 წელს შეიქმნა. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Devil Between My Toes გაავრცელეს. 15 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2004 წელს ჯგუფი დაიშალა. 2010 წელს კი არტისტებმა თანამშრომლობა განაახლეს და კიდევ ექვსი ნამუშევარი გამოუშვეს. 2014 წელს ბენდი ხელმეორედ დაიშალა. ორ წელიწადში კოლექტივის დამაარსებელმა, რობერტ პოლარდმა პროექტი ახალი შემადგენლობით აღადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული