Thumbnail

ნახეთ: ლენი კრავიცმა ჯენიფერ ლოპესის შვილს დაბადების დღეზე გიტარის გაკვეთილი ჩაუტარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპესის გოგონას, ემისა და მის ტყუპისცალ ძმას, მაქსს 22 თებერვალს 13 წელი შეუსრულდათ. ჯეილომ ემისთვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა - მან სახლში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ლენი კრავიცი მიიწვია, რომელმაც იუბილარს გიტარის პერსონალური გაკვეთილი ჩაუტარა.

ჯენიფერ ლოპესმა 20 წლის შემდეგ კლიპის Love Don’t Cost A Thing სცენა გააცოცხლა

"მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ" - ჯენიფერ ლოპესს შვილმა სიურპრიზი დაახვედრა

51 წლის მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უხსნის ლენი გოგონას ინსტრუმენტზე დაკვრის საფუძვლებს.

რაც შეეხება მაქსს, მან დედისგან საჩუქრად ვოკალის ონლაინ გაკვეთილი მიიღო, რომელიც კალიფორნიელმა მუსიკოსმა და მასწავლებელმა, სტივი მაკეიმ ჩაუტარა.

მანამდე კი ჯეილომ ტყუპ შვილებს საწოლში მიართვა საუზმე და მისალოცი ბარათები.

"ჩემი ლამაზი შვილები თინეიჯერები გახდნენ. ვერ ვიჯერებ, რომ უკვე 13 წელი გავიდა. ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალეს და სიყვარულის ნამდვილი არსი დამანახეს. მათი დაბადებიდან დაიწყო ყველაზე საოცარი და ბედნიერი თავგადასავალი. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. უზომოდ ამაყი და ბედნიერი, ასევე იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ დროის გაჩერება არ შემიძლია. ჩემს ორ მზრუნველ, მგრძნობიარე და განსაკუთრებულ ადამიანს, რომლებიც ვიცი, რომ საკუთარი საქმიანობით სამყაროს შეცვლიან და გამოასწორებენ, მივმართავ - დედას უსასრულოდ უყვარხართ", - ასათაურებს მუსიკოსი ვიდეოს.

აღსანიშნავია, რომ ემა დედის მსგავსად სიმღერით არის გატაცებული. გოგონა 2020 წელს აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალურ მატჩზე Super Bowl მოწყობილ გრანდიოზულ შოუზე ჯენიფერს სცენაზე შეურთდა და სიმღერა Let's Get Loud შეასრულა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული