Thumbnail

ნახეთ: Rammstein-ის სტილში შესრულებული Metallica-ს ჰიტი Enter Sandman

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პლატფორმა იუთუბის მომხმარებელმა, დენის პაუნამ საკუთარ არხზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Metallica-ს ჰიტს Enter Sandman ცნობილი გერმანული ბენდის, Rammstein-ის სტილში ასრულებს. კლიპი გამოქვეყნებულია სათაურით "რამშტაინს" რომ სიმღერა Enter Sandman დაეწერა".

"გერმანულ ენაზე რამდენიმე წინადადებას ვმღერი, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს, სწორად შევასრულე თუ არა", - წერს დენის პაუნა ვიდეოს აღწერის გრაფაში.

დენის პაუნას იუთუბის არხზე არაერთი ვიდეო აქვს ატვირთული, რომელშიც ის კომპოზიციებს სხვადასხვა ცნობილი ბენდის სტილში ასრულებს.

Enter Sandman "მეტალიკას" რიგით მეხუთე ალბომში Metallica არის წარმოდგენილი, რომელიც 1991 წელს გამოიცა. ჩანაწერმა გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა თუ მსმენელის მოწონება და კომერციული წარმატება დაიმსახურა. სიმღერა ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული