კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა პლატფორმა Spotify-ის ვირტუალურ შოუზე Stream On სამი კომპოზიცია: Holy, Lonely და Anyone შეასრულა. ეს "სპოტიფაის" ახალი პროექტის ფარგლებში გამართული პირველი ღონისძიება იყო.
► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა TikTok-ზე რეკორდი დაამყარა
► ნახეთ: ჯასტინ ბიბერის კლიპი Anyone ცოლის, ჰეილი ბოლდუინის მონაწილეობით
ჯასტინ ბიბერმა ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
კომენტარები