Thumbnail

ნახეთ: ჯეიდენ სმიტმა კომპოზიციაზე Photograph კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა კალიფორნიელმა მუსიკოსმა, ჯეიდენ სმიტმა კომპოზიციაზე Photograph გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი არტისტის ბოლო ალბომში CTV3: Cool Tape Vol. 3 შედის, რომელიც 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა.

მოუსმინეთ: Jaden Smith ალბომს CTV3: Cool Tape Vol.3 აქვეყნებს

ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის დინასტიის გამგრძელებელმა, მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ხმამაღალი განაცხადი 2017 წელს, სადებიუტო ალბომით SYRE გააკეთა. კალიფორნიელ არტისტს პოპულარობა ნამუშევრის მთავარმა სინგლმა Icon მოუტანა. 2019 წლის ივლისში ჯეიდენმა გაყიდვაში მეორე სტუდიური ჩანაწერი ERYS ჩაუშვა. ჰიპ ჰოპის გარდა, ჯეიდენი მამის კვალს კინემატოგრაფშიც მიჰყვება და თავს რამდენიმე წარმატებულ სურათში მონაწილეობით იწონებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული