Thumbnail

"ბოროტმოქმედია, მაგრამ გიყვართ" - ტეკაში საკუთარ თავს ჯოკერს ამსგავსებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის Supervillain: The making of Tekashi 6ix9ine პირველ ეპიზოდში აღნიშნა, რომ მას სურს, არა სუპერგმირი, არამედ ბოროტმოქმედი იყოს.

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინის ახალი კლიპი ZAZA

"ჩემი მამინაცვალი სუპერგმირი იყო. ის ყოველთვის ეხმარებოდა სხვებს ისე, რომ საკუთარ თავზე არც კი ფიქრობდა. სუპერგმირები ზუსტად ამას აკეთებენ. თუმცა, ყოველთვის კვდებიან. არ მინდა სუპერგმირობა, მსურს, რომ ბოროტმოქმედი ვიყო, ისინი უკვდავები არიან. მაგალითად, ჯოკერის მსგავსი. ყველას გინდათ, რომ ის გძულდეთ, თუმცა, მაინც გიყვართ. ცუდი პერსონაჟია, მაგრამ მაინც ვერ წყვეტთ მის ყურებას, სადღაც გულის სიღრმეში თავს გაყვარებთ", - ამბობს რეპერი.

ტეკაშის მამინაცვალი დღისით მაღაზიაში მიმავალი მოკლეს. მაშინ რეპერი 13 წლის გახლდათ.

ნახეთ: მიკ მილი და ტეკაში სიქსნაინი ერთმანეთს ღამის კლუბთან დაუპირისპირდნენ

ტეკაში სიქსნაინმა 2020 წელს იუთუბზე ნახვებით ემინემსაც გადაასწრო

სიქსნაინის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის Supervillain: The making of Tekashi 6ix9ine პრემიერა 21 თებერვალს ტელეკომპანია Showtime-ის ეთერში შედგა. 3-ეპიზოდიან სურათში რეპერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზეა მოთხრობილი.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა. 2020 წლის სექტემბერში ნიუ იორკელმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი TattleTales გამოაქვეყნა, რომელმაც ვერც კომერციულ წარმატებას მიაღწია და კრიტიკოსთა დაბალი შეფასებებიც დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული