Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში სიმღერის ilomilo ლაივ ვერსიას ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა თავის სადებიუტო ალბომში When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესული კომპოზიციის ilomilo ლაივ ვერსია გაავრცელა, რომელიც 2019 წლის 10 ოქტომბერს ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე სპორტულ არენაზე Toyota Center გამართულ კონცერტზეა ჩაწერილი. კადრები შოუდან 19 წლის არტისტის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში The World’s A Little Blurry იქნება ნაჩვენები, რომლის პრემიერაც 26 თებერვალს პლატფორმა Apple TV+-ზე შედგება.

მამაკაცს, რომელიც ბილი აილიშს სიკვდილით ემუქრებოდა, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

ბილი აილიში: პოპულარობის მოპოვების შემდეგ უეცრად მეგობრების გარეშე დავრჩი

ბილიმ სპეციალური ონლაინ ივენთიც დააანონსა, რომელიც ფილმის პრემიერამდე შედგება. გოგონას თაყვანისმცემლებს უფასოდ ექნებათ წვდომა ზემოხსენებული პერფორმანსის ამსახველ ექსკლუზიურ კადრებზე, რომლებიც დოკუმენტური სურათის დაწყებამდე გავა პლატფორმაზე Apple TV+, Apple Music-სა და აილიშის იუთუბის არხზე. ივენთი, რომელსაც ჟურნალისტი ზეინ ლოუი გაუძღვება, ასევე მოიცავს ინტერვიუს ფილმის რეჟისორ არ ჯეი ქათლერთან და გულახდილ ინტერვიუს თავად ბილისთან.

ნახეთ: ბილი აილიშზე გადაღებული ფილმის The World’s A Little Blurry ახალი თრეილერი

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული