Thumbnail

ვეტერანი სამხრეთელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ფრეზიერ ტომპსონ მესამე, ფსევდონიმით Trae Tha Truth, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებული კომპოზიციით I Gotta Win დაუბრუნდა. ჰიუსტონელი მუსიკოსის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი კოლეგა Mysonne მონაწილეობს. ტრეკი ალბომში If You Scared Stay Inside იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Trae Tha Truth - Time For Change

ნახეთ: Trae Tha Truth კლიპს How It Go ავრცელებს

ნახეთ: Trae Tha Truth კლიპს Letter 2 Truth ავრცელებს

თრეი სამხრეთული ჰიპ ჰოპის ლეგენდაა. ჰიუსტონელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 1998 წელს დაიწყო. მისი მდიდარი შემოქმედება ორმოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა ტრეკების სერიამ I'm On მოუტანა. 2012 წლიდან მუსიკოსი მისი კოლეგის, თიაის მიერ დაარსებული ლეიბლის Grand Hustle წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული