Thumbnail

Spotify საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა

პოპულარული მუსიკალური პლატფორმა Spotify ფართოვდება. კომპანიის განცხადებით, სტრიმინგ სერვისი უახლოეს დღეებში 80-ზე მეტ ახალ ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი, მათ შორისაა საქართველო.

► Spotify-მ 2020 წლის ყველაზე პოპულარული მუსიკოსები, სიმღერები და ალბომები დაასახელა

"მჭიდროდ ვმუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთან, რათა "სპოტიფაი" თითოეული ბაზრის უნიკალურ საჭიროებებს მოერგოს, მათ შორის სამომხმარებლო ენითა და გადახდის ფორმატის კუთხით. 80-ზე მეტი ქვეყანა მილიარდზე მეტ ადამიანს აერთიანებს - პლატფორმის პოტენციურ მომხმარებლებს, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან ჩვენი სტრიმინგ სერვისის ძალა. ადგილობრივი მდიდარი კულტურა უკვე "სპოტიფაის" გლობალური აუდიტორიისთვის გახდება ხელმისაწვდომი, რაც არტისტებს დაეხმარება ახალი სიმაღლეების დაპყრობასა და მათი მუსიკალური მისწრაფების გაძლიერებაში", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რას შესთავაზებს "სპოტიფაი" მომხმარებელს:

  • უფასო და პრემიუმ პაკეტები ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბაზარზე. რიგ ქვეყნებში შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ ინდივიდუალური, დუო, ოჯახური, სტუდენტური პაკეტები;
  • "სპოტიფაი" მსმენელს გლობალურ მუსიკალურ კატალოგს შესთავაზებს. ამასთან, იმუშავებს პარტნიორებთან, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ადგილობრივი მუსიკაც;
  • ახალი ქვეყნების უმრავლესობაში ხელმისაწვდომი იქნება "სპოტიფაის" პოდკასტების სრული კატალოგი;
  • თავდაპირველად იმუშავებს "სპოტიფაის" მობილური და დესკტოპ ფლეიერები. მოგვიანებით კი, ადგილობრივ პარტნიორებთან მუშაობით, პლატფორმა ხელმისაწვდომი გახდება ტელევიზორში, ავტომობილში და ა.შ.
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული