ავსტრალიური ჯგუფი King Gizzard & the Lizard Wizard ახალ კომპოზიციას Pleura და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში L.W. იქნება წარმოდგენილი, რომელიც 26 თებერვალს გამოიცემა.
► ნახეთ: King Gizzard & the Lizard Wizard - O.N.E.
King Gizzard & the Lizard Wizard ქალაქ მელბურნში 2010 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ნამუშევარი 12 Bar Bruise გამოსცეს. არტისტებს ამ დრომდე 16 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოშვებული.
კომენტარები