Thumbnail

გრემის ნომინანტმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯონათან კირკმა, ფსევდონიმით DaBaby, ახალი კომპოზიცია Beatbox და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი მისი ახალგაზრდა კოლეგის SpotemGottem ამავე სახელწოდების ნამუშევრის ალტერნატიული ვერსიაა. ბითის ავტორი Damn E გახლავთ.

ნახეთ: Megan Thee Stallion და DaBaby კლიპში Cry Baby

DaBaby: დღეს მე და ლილ უეინი საუკეთესო რეპერები ვართ

ნახეთ: 24kGoldn x DaBaby - Coco

დაბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმავე წელს გაყიდვაში არტისტის მეორე სტუდიური ნამუშევარი Kirk ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. რამდენიმე თვეში გრემის ნომინანტმა არტისტმა თაყვანისმცემლებს რიგით მესამე ალბომი BLAME IT ON BABY შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული