Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა TikTok-ზე რეკორდი დაამყარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, ბენდთან ერთად, ონლაინ კონცერტი Journals live from the drew house გამართა, რომელმაც პლატფორმა TikTok-ზე რეკორდი დაამყარა - ღონისძიებას 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიადევნა თვალი. "ტიკტოკის" ისტორიაში ეს სოლო არტისტის მიერ გამართული ყველაზე მეტჯერ ნანახი პერფორმანსი გახდა.

ნახეთ: ჯასტინ ბიბერის კლიპი Anyone ცოლის, ჰეილი ბოლდუინის მონაწილეობით

ჯასტინ ბიბერი ხსნის, რა ისწავლა მას შემდეგ, რაც 7 წლის წინ საპატიმროში აღმოჩნდა

მაილი საირუსს ჰკითხეს, ჰარი სტაილზს აკოცებდა თუ ჯასტინ ბიბერს

ჯასტინმა ლაივზე კომპოზიციები თავისი კომპილაციური ალბომიდან Journals შეასრულა.

ჯასტინ ბიბერმა ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული