Thumbnail

რა იწერება მედიაში ქანიე ვესთის და კიმ კარდაშიანის დაშორების შესახებ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ქანიე ვესთის და კიმ კარდაშიანის ვარსკვლავური წყვილი შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად შორდება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩიკაგოელ რეპერთან განქორწინების მოთხოვნით ტელევარსკვლავმა სასამართლოს უკვე მიმართა. იმის მიუხედავად, რომ მედიაში 2020 წლის სექტემბერიდან იწერებოდა მათი დაშორების შესახებ, კარდაშიანი დროდადრო ჭორებს ინსტაგრამ პოსტების საშუალებით აბათილებდა, როცა ოჯახურ გარემოში დასვენების კადრებსა თუ ქანიეს მიერ მოწყობილი სიურპრიზების ამსახველ ვიდეოებს ავრცელებდა. თუმცა, როგორც წყარომ ჟურნალ E!-ს განუცხადა, მცდელობის მიუხედავად, მათ კრიზისული პერიოდის გადალახვა ვერ შეძლეს და ორივე მხარე შეთანხმდა, რომ განქორწინება ერთადერთი გამოსავალია.

კიმ კარდაშიანმა სასამართლოში ქანიე ვესთთან განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა

"კიმი მოცდას ამჯობინებდა, სურდა, ამ ურთიერთობისთვის შანსი მიეცა. გასული წელი ლოდინში გაატარა. ახლა უკვე მოქმედების დროა. საქმე კონკრეტულ საქციელში არ ყოფილა. არავის არაფერი დაუშავებია. ისინი, უბრალოდ, დაშორდნენ. კიმი მომხდარს განიცდის, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ისედაც განქორწინებულებივით იყვნენ. უკვე ბევრი დრო გავიდა და კიმიც შვებას გრძნობს იმის გამო, რომ, როგორც იქნა, შეძლო ცხოვრების გაგრძელება", - ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.

წყაროსვე თქმით, წყვილის ოთხი შვილისთვის, რომლებიც ძირითად დროს დედასთან ატარებენ, მამის გარეშე ცხოვრება სიახლე არ იქნება:

"ქანიე იშვიათად იყო ბავშვებთან. მათმა უფროსმა შვილმა, ნორთმა, ასე თუ ისე, იცის, რაც ხდება. ისინი მშობლებს ერთად ძირითადად ვერ ხედავდნენ, ასე რომ, ეს მათთვის განსაკუთრებული სიახლე არ იქნება. კიმმა ბავშვებს აუხსნა, რომ მათი მამა უყვარს, მაგრამ ის და ქანიე ცალ-ცალკე უნდა იყვნენ. ჯერ კარგად ვერ აცნობიერებენ, თუ რა ხდება, მაგრამ ამ სიტუაციას უკვე მიჩვეულები არიან".

გამოცემა ქანიეს პოზიციითაც დაინტერესდა.

"თავს ცუდად გრძნობს, ძალიან უნდოდა, რომ მათ მცდელობას შედეგი გამოეღო. არ სურდა, კიმს განქორწინების პროცესის გავლა დასჭირვებოდა, მაგრამ ისიც იმ აზრზეა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია. ყველა საკითხზე შეთანხმდნენ, ქანიე კიმის სურვილებს გაგებით ეკიდება", - განუცხადა E!-ს წყარომ.

მედიის ინფორმაციით, ვარსკვლავური წყვილი მრავალი თვის განმავლობაში ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა. რეპერი უაიომინგის რანჩოში ამჯობინებდა ყოფნას, კიმი კი ლოს ანჯელესში შვილებთან. როგორც წყაროები ამბობენ, კარდაშიანისთვის გადამწყვეტი ქანიე ვესთის განცხადება აღმოჩნდა, როდესაც, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ატირებულმა საჯაროდ გაამხილა, რომ არ სურდა, მათი პირველი შვილის გაჩენის წინააღმდეგი იყო. ამას დაერთო მუსიკოსის ბიპოლარული აშლილობა. ის საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას კარდაშიანების ოჯახს და კიმის დედას, კრის ჯენერს "კრის ჩენ ინს" უწოდებდა. ამის შემდეგ ტელევარსკვლავი უაიომინგში ჩავიდა, მოგვიანებით მათ ბავშვებთან ერთად გაატარეს რამდენიმედღიანი შვებულებაც, თუმცა, კიმმა მაინც განქორწინება არჩია.

კიმი და ქანიე უაიომინგში 

წყვილმა 2014 წელს იქორწინა. მათ ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული