Thumbnail

პოპულარული ამერიკული ჯგუფის The National ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა ახალი სიმღერა Let it Be გაავრცელა. კომპოზიცია მისი სადებიუტო სოლო ალბომის Serpentine Prison დელუქს ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 12 მარტს ჩაეშვება.

ნახეთ: მეთ ბერნინგერმა The Velvet Underground-ის I'm Waiting for the Man შეასრულა

ნახეთ: მეთ ბერნინგერმა სატელევიზიო პერფორმანსი გამართა

ნახეთ: მეთ ბერნინგერმა სტივენ კოლბერის შოუში სიმღერა One More Second შეასრულა

მეთ ბერნინგერმა მუსიკალური კარიერა 1999 წელს დაიწყო. პოპულარობა მან კოლექტივში The National მოღვაწეობით მოიპოვა, რომელიც ამავე წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში ჩამოაყალიბა. ის აგრეთვე ბენდების Ramona Falls და Menomena დამაარსებელ ბრენტ ნოფთან ერთად ინდი როკ სუპერჯგუფში EL VY ერთიანდება. 2017 წელს მეთმა "ნეიშენალთან" ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. სადებიუტო სოლო ალბომი Serpentine Prison არტისტმა 2020 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული