ცნობილმა ამერიკულმა პანკ როკ ჯგუფმა Green Day ახალი სიმღერა Here Comes The Shock და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. 2020 წელს გამოცემული ალბომის Father of All Motherfuckers შემდეგ ეს ბენდის პირველი ნამუშევარია.
► ნახეთ: Green Day-მ NFL-ის დაჯილდოებაზე სამი სიმღერა შეასრულა
Green Day კალიფორნიაში 1986 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 85 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ბენდს გრემის ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. 2015 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
კომენტარები